22 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება
ორშაბათიდან, 22 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიამ შეიძინა 300 მიკროავტობუსი, მიმდინარეობს ჩანაცვლება ყვითელი ავტობუსების, რომლებიც არაკომფორტულია, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს.
„ამ მიკროავტობუსებს ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია, 300 ერთეული შევიძინეთ 120 უკვე გასულია ხაზზე, ორშაბათიდან კი, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. წლის ბოლოს 2021 წელს მთლიანად ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შესყიდული გვყავს ავტობუსები და ველოდებით შემოსვლას, ამის შემდეგ ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან. ორშაბათიდან 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.