თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ პირველ არხს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აღნიშნეს, კახა კალაძე განცხადებას 21:30 საათზე გააკეთებს.
რა თემაზე ისაუბრებს კალაძე, პარტიაში არ აკონკრეტებენ. თბილისის მერი სავარაუდოდ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.