კახა კალაძე - 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველო გააერთიანა და დაამარცხა ბოროტება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი
კახა კალაძე - 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველო გააერთიანა და დაამარცხა ბოროტება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგულ პრესაში გაკეთებული განცხადების შეფასებას ეხებოდა, ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის წვლილზე ქართულ პოლიტიკაში, ასევე, მის ქველმოქმედებაზე.

თბილისის მერის თქმით, უანგარო ქველმოქმედების გარდა, ბიძინა ივანიშვილის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო 2012 წელს მისი პოლიტიკაში ჩართვა.

„ბიძინა ივანიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი. ის არის ადამიანი, რომელმაც უამრავი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, უამრავ ოჯახს, არაერთ ადამიანს დაეხმარა. ეს იყო სკოლების რეაბილიტაცია-განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოწესრიგება. არ ვიცი, რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. ეს იყო მისი უანგარო ქველმოქმედება და დღესაც აგრძელებს ეს ადამიანი საქველმოქმედო საქმიანობას. თუმცა, მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, 2012 წელს მისი პოლიტიკაში შემოსვლა იყო, რადგან მან მთელი საქართველო გააერთიანა თავის ირგვლივ და დაამარცხა ის ბოროტება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.