კახა კალაძე - 2008 წლის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა
2008 წლის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძეს დაუსვეს კითხვა – „2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, ომი ქართულმა მხარემ დაიწყო“.
როგორც კალაძემ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, ამ რეზოლუციაზე ხელმომწერი ადამიანები დღეს პატრიოტიზმზე საუბრობენ.
„სამარცხვინო არის, რაც მათ იკადრეს. გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით რომ გველაპარაკებიან, ეს რეზოლუცია უნდა დაახიო თავზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. თქვენ იცით, ამ რეზოლუციაში რა წერია. ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს, თითქოს ცხინვალი ჩვენი მხრიდან დაიბომბა. სამარცხვინოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.