კახა კალაძე - 20 ივნისს რაც მოხდა, ძალიან ცუდია, თუმცა არავის უნდა ეპატიოს, გასცდეს კანონის ჩარჩოებს
კახა კალაძე - 20 ივნისს რაც მოხდა, ძალიან ცუდია, თუმცა არავის უნდა ეპატიოს, გასცდეს კანონის ჩარჩოებს

20 ივნისს რაც მოხდა, ძალიან ცუდია, თუმცა არავის უნდა ეპატიოს გასცდეს კანონის ჩარჩოებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში არ არიან პოლიტპატიმრები.

„20 ივნისს რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ უნდა ეპატიოს გასცდეს კანონის ჩარჩოებს, კანონის ფარგლებს. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის საკუთარი შეხედულება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ამასთან დაკავშირებით წლების წინ იყო პრობლემები და ამას ებრძოდა სრულიად საქართველო, დღეს ჩვენ გვაქვს განსხვავებული რეალობა, განსხვავებული მდგომარეობა, ყველა ადამიანს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარია ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში.

პოლიტპატიმრები საქართველოში იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს იყო 2012 წლამდე, დღეს პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.