კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

კახა კახიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩევლად დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კახიშვილი, რომელიც სამართლებრივ საკითხებში იქნება მრჩეველი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა.