კახა კახიშვილი - ადამიანების ტრაგედიაზე ცინიკური განცხადებები მიუღებელია
კახა კახიშვილი - ადამიანების ტრაგედიაზე ცინიკური განცხადებები მიუღებელია

ეს იყო ტრაგიკული მოვლენა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სტიქიური უბედურება, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტება და, სამწუხაროდ, ეს განმარტებები საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს უბრალოდ დასკვნა გაეკეთებინა და სხვა რიტორიკაზე გადასულიყო.

„წლებია, გლობალური დათბობის შესახებ გვესმის ინფორმაცია სხვადასხვა მეცნიერის მხრიდან, მაგრამ ამას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით და ბოლო წლებში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვაჩვენა, რომ საქმე მარტივად ნამდვილად არ არის. ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვისაუბროთ, კიდევ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ნამდვილად უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი, თუ სადმე რამეა დასამატებელი, აუცილებლად ამაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ცინიკური განცხადებები ადამიანების ტრაგედიაზე, უბრალოდ, მიუღებელია. არანაირი პოლიტიკა და გამოსვლა არ ღირს იმ ფასად, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხები და მის ტრაგედიაზე იწერ რაღაც ქულებს, მით უმეტეს, როცა ეს უსაფუძვლოა. თუ საქმიანი კითხვები გააჩნიათ, მათ პასუხი უკვე გაეცათ. მინდა, მადლობა გადავუხადო სამინისტროში ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტრაგედიის აღმოფხვრის სამუშაოებში იყო ჩართული“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარალამენტის პრესსამსახური ავრცელებს.