გამარჯვებით გახარებულები ვართ. შესაძლებელი იყო, გოლი არ გაგვეშვა, თუმცა სამწუხაროდ, კარი მშრალად ვერ შევინახეთ, – ამის შესახებ ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ალბანურ “კუკეშთან” ევროპის ლიგაზე დამაჯერებელი გამარჯვების (5:2) შემდეგ, განაცხადა და პლეი ოფში გასვლის შანსები შეაფასა.
“მეტოქე წინა მატჩებთან შედარებით, შეტევაში უფრო სწრაფად გადადიოდა, ბოლო წუთებზე კი “კუკეშმა” კბილები გამოაჩინა. აქედან გამომდინარე, ალბანეთში “კუკეშთან” განმეორებით შეხვედრაში იოლ მატჩს არ ველით. თუმცა პლეი ოფში გასვლის დიდი შანსი გვაქვს, მადლობას ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და ბოლომდე მხარში დაგვიდგა” – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.