კახა ბექაური - გასულ წელს მობილურ ინტერნეტს ოთხ მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავდა
კახა ბექაური - გასულ წელს მობილურ ინტერნეტს ოთხ მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების, კერძოდ კი, მობილური ინტერნეტის მოხმარების ტენდენციები მიმოიხილა.

მისი თქმით, გასულ წელს მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 350 ათასი აბონენტით აღემატება, ხოლო ბოლო 5 წლის მანძილზე მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 8.6% იყო.

კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ 2022 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტმოხმარების 94% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელს 3%-ით უსწრებს.