კაკაბაძე არ იყიდება - ის „ხიმნასტიკის" პრიორიტეტია
კაკაბაძე არ იყიდება - ის „ხიმნასტიკის" პრიორიტეტია

ესპანურ გამოცემა AS-ის ცნობით, ოთარ კაკაბაძის შეძენით ლა ლიგის რამდენიმე გუნდი დაინტერესდა და ტარაგონელებს დაუკავშირდნენ, რაზეც ტარაგონასხიმნასტიკის” მკაფიო პასუხი იყო – “ის არ იყიდება”.

“ქართველი მარჯვენა მცველი პირველი გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. “ხიმნასტიკის” ხელმძღვანელობას ქართველი გუნდის ერთ-ერთ უდიდეს აქტივად მიაჩნია და მასთან მოლაპარაკება დაიწყეს, რათა კონტრაქტი გაახანგრძლივონ, რომელიც 2019 წელს მთავრდება. მოთამაშემაც არაერთხელ თქვა, რომ ის ტარაგონაში ბედნიერია, მაგრამ ლა ლიგაში თამაში სურს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ანტონიო გოდილიომ კაკაბაძემ უთხრა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდი კონკურენტუნარიანი გახდება და მიზნად ლა ლიგაში მოხვედრას დაისახავს” – წერს პოპულარული ესპანური გამოცემა.

AS-ის ცნობით, ოთარ კაკაბაძეს თანამშრომლობა კიდევ ორი ​​სეზონით შესთავაზეს და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შეთანხმების მიღწევის პრობლემა არ იქნება.