კაიროს დასახლებაში, სადაც დღეს მოსახლეობამ აქცია გამართა, თბილისის მერია ქუჩების რეაბილიტაციის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს
კაიროს დასახლებაში, სადაც დღეს მოსახლეობამ აქცია გამართა, თბილისის მერია ქუჩების რეაბილიტაციის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს

კაიროს დასახლებაში, რომლის მცხოვრებლებმაც დღეს დილით ქუჩა გადაკეტეს, თბილისის მერია ქუჩების რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გასულ კვირას უკვე დასრულდა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. მათივე განცხადებით, იმ ქუჩებზე, სადაც კომუნიკაციები გაყვანილია, მოასფალტების სამუშაოები განხორციელდება, დასახლების დანარჩენ ნაწილში კი, სადაც საჭირო იქნება, პირველ ეტაპზე კომუნიკაციების გაყვანა დაიწყება.

მოსახლეობამ ქუჩების რეაბილიტაციის მოთხოვნით კაიროს ქუჩა დღეს დილიდან გადაკეტა, რამაც სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეაფერხა. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, აქციის გამო, 06:00 საათზე პრობლემა შეექმნა ავტოფარეხიდან სატრანსპორტო საშუალების სამუშაო ხაზებზე გასვლას. კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტოფარეხიდან მიკროავტობუსების გასასვლელი გათავისუფლებულია და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.