კაია კალასი - საქართველოში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რომ დემოკრატიები შეიძლება, თანდათანობით გამოიფიტოს არჩეული ლიდერების ხელით
საქართველოში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რომ დემოკრატიები ასევე შეიძლება, თანდათანობით გამოიფიტოს არჩეული ლიდერების ხელით, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
„მაწუხებს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის კადრები. საქართველოში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რომ დემოკრატიები ასევე შეიძლება თანდათანობით გამოიფიტოს არჩეული ლიდერების ხელით“, – აღნიშნა კაია კალასმა.