კაია კალასი - მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ენერგორესურსების მოწოდება შემცირდა და ცხადია, მოხმარება უნდა შევამციროთ
მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ენერგორესურსების მოწოდება შემცირდა, ცხადია, მოხმარება უნდა შევამციროთ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.
როგორც კაია კალასმა აღნიშნა, ესტონეთი უზარმაზარ თანხებს იხდის ბიუჯეტიდან ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და იმ გადაწყვეტილებების მოსაძიებლად, რაც ხანგრძლივად იმუშავებს.
„ახლა ყველას შეეხო მაღალი ფასები ენერგიაზე და ჩვენ ერთიანი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნები, რომლებსაც ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა აქვთ, გადაწონიან სხვებს და ეს ვერ გადაჭრის საერთო პრობლემას“, – განაცხადა კალასმა.
პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილება უკრაინის დახმარების საკითხი და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზები ევროპაში.