კაია კალასი - მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას, კრიტერიუმების შესასრულებად ჯერ კიდევ არის დრო, ასე რომ, ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს
ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას, ჩვენ უკრაინას და მოლდოვას ვუთხარით, რომ უნდა შეასრულონ კრიტერიუმები ასი პროცენტით, მათთვის შეღავათები ამ კუთხით არ იქნება, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ესტონეთის პრემიერის თქმით, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ყველა კრიტერიუმი უნდა შეასრულონ.
„ასე რომ, თუ შეასრულებთ კრიტერიუმებს, სამართლიანი იქნება მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის რთული რეფორმები, მაგრამ ისინი უნდა შესრულდეს. საქართველო უფრო რთულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე. თუ ნახავთ მოხსენებას კრიტერიუმების შესრულებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არის დრო მუშაობისთვის. ასე რომ, ყველა კრიტერიუმი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.