კაია კალასი - იზოლაციონიზმი არასოდეს დახმარებია ამერიკის შეერთებულ შტატებს
კაია კალასი - იზოლაციონიზმი არასოდეს დახმარებია ამერიკის შეერთებულ შტატებს

იზოლაციონიზმი არასოდეს დახმარებია ამერიკის შეერთებულ შტატებს, – ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში მოსმენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, არავინ იცის, რას გააკეთებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით.

„ისტორიას თუ ჩავხედავთ, იზოლაციონიზმი არასოდეს დახმარებია ამერიკას“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ წარმართავდა ომს უკრაინაში ასე აქტიურად ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე.

„ამერიკა თუ შეშფოთებულია ჩინეთის გამო, მაშინ ის უფრო ადრე უნდა შეშფოთებულიყო“, – განაცხადა კაია კალასმა.

კალასმა, რომელიც ახლო მომავალში ჩაანაცვლებს ჯოზეფ ბორელს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე, აღნიშნა, რომ ევროპამ თავის მოკავშირეებთან ერთად უნდა გაუსვას ხაზი რუსეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის არსებულ კავშირებს.

„ნათელია, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი თავდაცვითი შესაძლებლობები და საბრძოლო მასალა უნდა ვაწარმოოთ“, – განაცხადა კალასმა.