კაია კალასი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინამ და მოლდოვამ უნდა შეასრულონ ყველა კრიტერიუმი, შეღავათები ამ კუთხით არ იქნება 
კაია კალასი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინამ და მოლდოვამ უნდა შეასრულონ ყველა კრიტერიუმი, შეღავათები ამ კუთხით არ იქნება 

მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა კრიტერიუმი უნდა შეასრულონ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მხრივ შეღავათი არ იქნება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას, ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ვუთხარით, რომ უნდა შეასრულონ კრიტერიუმები 100 პროცენტით, მათთვის შეღავათები ამ კუთხით არ იქნება. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ყველა კრიტერიუმი უნდა შეასრულონ. ასე რომ, თუ შეასრულებთ კრიტერიუმებს, სამართლიანი იქნება მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის რთული რეფორმები, მაგრამ ისინი უნდა შესრულდეს. საქართველო უფრო რთულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე. თუ ნახავთ მოხსენებას კრიტერიუმების შესრულებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არის დრო მუშაობისთვის. ასე რომ, ყველა კრიტერიუმი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.