კადრები საქართველოდან - პირველი არხის საიმიჯო კლიპის კადრები EBU-ს ვიდეორგოლში
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ვიდეორგოლი, სახელწოდებით Shining a Light პირველი არხის საიმიჯო რგოლის კადრებით სრულდება, რომელშიც კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი მონაწილეობს.
ვიდეორგოლი ევროპის მაუწყებელთა კავშირმა „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით შექმნა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კრიტიკულ სიტუაციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობას და აუდიტორიისადმი ერთგულებას.
კლიპი წარმოადგენს ერთგვარ პირობას, რომ მიუხედავად 2021 წელს მოსალოდნელი გამოწვევებისა, საზოგადოებრივი მედია ყოველთვის მაყურებლის გვერდით იქნება.
ვიდეორგოლში ევროპის 19 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათ შორის, საქართველოს პირველი არხი მონაწილეობს.