თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისი“ პლატრესში ემზადება – კვიპროსის ვიცეჩემპიონმა მორიგი სკაონტროლო შეხვედრა ჩატაარა და გაიმარჯვა.
ფამაგუსტელთა მეტოქე ლიმასოლის „არისი“ იყო. ანგარიში პირველ ტაიმში ნიკა კაჭარავამ გახსნა, შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ 3:2 გაიმარჯვა.
ქეცბაიამ სათადარიგოებიდან რამდენიმე ფეხბურთელი ათამაშა და გიორგი ლორია დაასვენა, თორნიკე ოქრიაშვილი შეცვლაზე გამოჩნდა. რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, ის ტრავმირებულია და მოედანს მალე დაუბრუნდება.
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას „ანორთოსისი“ საკუთარ სტადიონზე 2 აგვისტოს გამართავს – ქეცბაიას გუნდის მეტოქე დასრულებული სეზონის მესამეადგილოსანი ნიქოზიას „აპოელი“ იქნება.