კაჭარავა კვიპროსიდან წასვლას აპირებს - მისი მენეჯერი ახალ გუნდს ეძებს
კაჭარავა კვიპროსიდან წასვლას აპირებს - მისი მენეჯერი ახალ გუნდს ეძებს

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ მზადაა, ნიკა კაჭარავას შეელიოს, თუ ის ახალ კლუბს მოძებნის – საქართველოს ნაკრების თავდამსმელზე ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „სპორტტაიმი“ ავრცელებს.

„კაჭარავას ფამაგუსტელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელი გუნდს თუ მოძებნის, „ანორთოსისს“ ზაფხულში დატოვებს. თემურ ქეცბაია უკვე მის ალტერნატივას ეძებს. ქართველი თავდამსხმელის გაყიდვით გუნდს სატრანსფერო ბაზარზე კარგი თანხის შოვნა შეუძლია. არის ხმები, რომ მისი მენეჯერი მოლაპარაკებას რუსეთის გუნდებთან აწარმოებდა, კაჭარავას ხელშეკრულება კარგი პირობებით რომ გაუფორმოს“ – წერს გამოცემა.

ასეთი ინფორმაციის მიუხედავად, „სპორტტაიმი“ 26 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდში დაღჩენას არ გამორიცხავს.

„პანდემიის გამო, სატრანსფერო „ფანჯარა“ საკმაოდ გრძელია და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. რა თქმა უნდა, „ანორთოსისიდან“ კაჭარავას წასვლის წინაპირობაა, რომ გუნდის ფინანსური მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს და „ანორთოსისმა” ტრანსფერში სასურველი თანხა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კაჭარავა გუნდში დარჩება. 26 წლის თავდამსხმელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. მისი წასვლის შემთხვევაში, „ანორთოსისი“ პანდემიის შემდგომ რთულ ფინანსურ ვითარებაში ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან თანხას გამოათავისუფლებს“ – ვკითხულობთ ბერძნულ გამოცემაში.