ჯუზეპე პაზოტო - შობა არის დიდი დღესასწაული, მან შეცვალა ჩვენი კავშირი ღმერთთან
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ.
„შობა არის დიდი დღესასწაული. მან შეცვალა ჩვენი კავშირი ღმერთთან. ადამიანს ენატრება ღმერთი, ამიტომ არის ბევრი რელიგია, ძებნა, როგორ რა უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ისტორიაში იყო ერთი მომენტი – ეს არის შობა – როცა ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ყოფილიყო ჩვენთან ერთად. ეს იყო ყველაზე დიდი გამოცხადება ადამიანისთვის. რატომ მოხდა ეს? ვინაიდან ჩვენ ვართ ღმერთის გულში, ღმერთის სიყვარულში. ჩვენ მიმართ ღმერთის სიყვარულის გამო იყო შობა. ამიტომ ეს არის ლამაზი, კარგი ამბავი ყველა ადამიანისთვის. ამიტომ არის სახარება – ხარებაა ეს მომენტი. შობის ამ სცენაზე არიან ღარიბები, მდიდრები, არიან მოგვები. ყველა ეს ადამიანი არის მოხმობილი ღმერთისკენ, ვინაიდან ღმერთი გახდა ადამიანი და ყოველი ადამიანი გახდა მნიშვნელოვანი ღმერთისთვის.
ამიტომ, როცა ჩვენ ვამბობთ „გილოცავთ შობას“, ეს არ არის მხოლოდ მილოცვა, უბრალოდ დღესასწაულის მილოცვა. ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ ძვირფასი ღმერთისთვის“, – აღნიშნავს ჯუზეპე პაზოტო.