ჯუზეპე კონტე - იტალია ევროკავშირში თავს კომფორტულად გრძნობს
ჯუზეპე კონტე - იტალია ევროკავშირში თავს კომფორტულად გრძნობს

იტალია ევროკავშირში თავს კომფორტულად გრძნობს და გაერთიანების დატოვებას არ გეგმავს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ დარჩენა იტალიის მოსახლეობის საჭიროებების საფუძველზე გვსურს. მნიშვნელოვან საკითხებზე, მიგრაციულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებაზე ჩემი მთავრობის პოზიცია ნათელია. შევეცდებით დავარწმუნოთ სხვა სახელმწიფოები, რომ თავიანთი პოზიციები რომთან შეამოწმონ“, – აღნიშნა ჯუზეპე კონტემ.

იტალიის მთავრობის მეთაური აშშ-ში ვიზიტისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.