ჯულიან სმითი - ნატო-ს ყველა წევრს ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და უკრაინასთან გვაქვს
ჯულიან სმითი - ნატო-ს ყველა წევრს ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და უკრაინასთან გვაქვს

უკრაინა და საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმითმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსის ყველა წევრს ესმის საქართველოსა და უკრაინასთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა.

„ალიანსის ყველა წევრს ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და უკრაინასთან გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ქართველი და უკრაინელი მეგობრებისთვის მესიჯი ძალიან ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ის, რომ ალიანსის გაფართოების კარი ღიაა. რუსეთ-ნატო-ს საბჭოზე ოთხი საათის განმავლობაში გარკვევით ვთქვით, რომ ალიანსი რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის საკითხს არ განიხილავს. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ რუსეთთან სხვა საკითხებზე – იარაღის კონტროლზე, გამჭვირვალობაზე, რისკების შემცირებაზე. რაც შეეხება ღია კარს, ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ შევინარჩუნებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაქვს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯულიან სმითმა.