ჯულიან სმიტი - ნატო-ს კარი ღია რჩება, არავის აქვს მისი დახურვის უფლება
ნატო-ს კარი ღია რჩება, არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება, – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა განაცხადა.
„ალიანსის გაფართოების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოცემულ ქვეყანასა და ნატო-ს შორის იქნება მიღებული“, – აღნიშნა აშშ-ში ნატო-ს ელჩმა.
ჯულიან სმიტის თქმით, ალიანსის ყველა ქვეყანა მზადაა ხვალ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა ასევე ყველა წევრი სახელმწიფო ერთიანია რუსეთისადმი გზავნილში, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მკაცრ პასუხს მიიღებს როგორც ნატო-სგან, ასევე ევროკავშირისგან.
ხვალ, 12 იანვარს ნატო-ს შტაბბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც, როგორც ცნობილია, მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ.