ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის კომპანიის წარმომადგენლებთან ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის კომპანია „ელბიტის” წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სსსტც „დელტას“ ბაზაზე ადგილობრივი ვაზნების საწარმოს შექმნის პროცესსა და წარმოების განვითარების პერსპექტივებზე.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყვია-წამლის საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ასევე განხილულ იყო საქართველოში ერთობლივი სამხედრო წარმოების დანერგვისა და განვითარების გეგმები.