ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აკართან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
მხარეები განიხილავენ რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, ასევე სამმხრივ ფორმატში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წელს ქალაქ კაისერში გაიმართება.