ჯუანშერ ბურჭულაძე - ტრაგედიით, მეწყრით პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სრულიად ამორალურია
ტრაგედიით, მეწყრით პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სრულიად ამორალურია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, სამაშველო ვერტმფრენმა თავისი საქმე შეასრულა და ყველა ადამიანი ევაკუირებულია.
„ტრაგედიით, მეწყრით პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სრულიად ამორალურია. ახალი ვერტმფრენის შეძენის შემთხვევაში, კონკრეტული შეკვეთის შემდეგ იწყება ვერტმფრენის დამზადება. ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროებული ვადები ავიღეთ. გიგანტი კომპანიაა, რომლისგანაც ვერტმფრენები შევიძინეთ. ვერტმფრენმა თავისი საქმე შეასრულა და ყველა ადამიანი უკლებლივ ევაკუირებული და გადარჩენილია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.