ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრს შეხვდა
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრს შეხვდა

სლოვაკეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ივან კორჩოკთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ივან კორჩოკს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, ევროინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სფეროში განხორციელებული პრაქტიკული მექანიზმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებები გააცნო და ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას კოლეგა, იაროსლავ ნადი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესაც შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.