ჯუანშერ ბურჭულაძე - სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემით, ჩვენ ვასრულებთ სახელმწიფოს მიერ 2007 წელს აღებულ ვალდებულებას
სამხედრო მოსამსახურეებს გადავცემთ ბინებს, რითაც დავასრულებთ სახელმწიფოს მიერ 2007 წელს აღებულ ვალდებულებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, დღეს 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა ბინა.
„ჯამში დღეს ჩვენ გადავეცით 500-მდე ბინა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. ეს პროცესი გაგრძელდება ხვალაც, ზეგაც და ჩვენ გადავცემთ დამატებით ბინებს ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს გორში, რითიც დავასრულებთ 2007 წელს აღებულ ვალდებულებას. მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს აღარც კი ჰქონდა იმედი, რომ მიიღებდა და შეასრულებდა სახელმწიფო ამ ვალდებულებას. 2019 წელს პრემიერმა მინისტრობის დროს გამოაცხადა სამხედროზე ზრუნვის წელი. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი, პრემიერის რანგიდან მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, გავხადოთ შეუქცევადი და ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, ვიზრუნოთ სამხედრო მოსამსახურეებზე“, – განაცხადა ბურჭულაძემ.