ჯუანშერ ბურჭულაძე - სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვებიან გვარდიის დანაყოფები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას
სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვებიან გვარდიის დანაყოფები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სტიქიის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, მთავარი გამოწვევა არის გაწმენდითი სამუშაოები, რომლებშიც სამხედროები ჩაერთვებიან.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ გვარდიის დანაყოფები. ასეული, ასევე დასავლეთ მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ სამაშველო სამუშაოებში. დღეს ჩვენი გამოწვევა არის გაწმენდითი სამუშაოები და ამ სამუშაოებში, რა თქმა უნდა, ჩაერთვება ჯარიც. რამდენიმე საათში ჩვენ დავიწყებთ მობილიზებას.
ჩვენ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რითაც ჩამოვლენ მომზადებულები, ასევე გვაქვს საფეხმავლო გასაშლელი ხიდები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.