ჯუანშერ ბურჭულაძე - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში
ჯუანშერ ბურჭულაძე - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში

პრემიერ-მინისტრი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიუნხენში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა დღეს ისრაელის დელეგაციასთან, პრემიერ-მინისტრი ხვდება რამდენიმე ქვეყნის დელეგაციებს. ისრაელის დელეგაციასთან პრემიერმა ისაუბრა ჩვენს ურთიერთობაზე, იმ საკითხებზე, რაც უკვე დაწყებული გვაქვს ისრაელთან, ეს ეხება სამხედრო ინდუსტრიას, ეს ეხება სხვადასხვა სფეროში ჩვენს თანამშრომლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, საქართველომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პარტნიორებს პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამომავლო პოლიტიკური გეგმები გაუზიარა.

„მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი პლატფორმა, ერთ-ერთი საშუალება საქართველოსთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც იღებს მონაწილეობას, რომ გაცვალონ აზრები ერთმანეთში, ასევე გააჟღერონ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პოლიტიკური სამომავლო გეგმები, რაც აქვთ ქვეყნებს და ჩვენ პარტნიორებს გავუზიარეთ“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.