ჯუანშერ ბურჭულაძე - მთელი შემადგენლობა გადაყვანილი გვყავს უშუალოდ სტიქიის ადგილზე და ლოკალურად მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები
ჯუანშერ ბურჭულაძე - მთელი შემადგენლობა გადაყვანილი გვყავს უშუალოდ სტიქიის ადგილზე და ლოკალურად მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები

ჩვენ მთელი შემადგენლობა გადაყვანილი გვყავს უშუალოდ სტიქიის ადგილზე და ლოკალურად მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, მოხდა დროებითი ხიდის მოწყობა, სადაც გაივლის ტექნიკა, რაც გააადვილებს სტიქიის ადგილზე შესვლას.

„აწყობენ კალაპოტს, რომ გადაიაროს სატვირთო ავტომანქანებმაც. ჩვენი ხიდები სპეციფიკურია, ლაფზე გასაშლელი ხიდია, იქ ხელს შეუწყობს, რომ ადამიანებმა გააგრძელონ ძიების სამუშაოები. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, მთელი შემადგენლობა გადაყვანილი გვყავს. ლოკალურად მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები და უფრო მეტი ალბათობაა, რომ იქ აღმოჩნდეს კიდევ მიცვალებილები. გარდა ამისა, თქვენ ხედავთ, რომ ტექნიკა გადასულია და საორგანიზაციო საკითხები, ფაქტობრივად, დასრულებულია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ დღის წესრიგით და ამ დღის წესრიგით ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, გეგმა შეიცვლება იმის შესაბამისად, თუ რას გვაჩვენებს სურათი. ახლა ცოცხალი ძალა მუშაობს ადგილზე, ხელი არ გვეშლება. თუმცა ხიდს გავშლით შემდეგ, რომ უფრო ღრმად  შევიდეს ცოცხალი ძალა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.