ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენ ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენ ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე

„რაფაელი“ არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და ჩვენ მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო, ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რაც უკრაინის ომმა გამოიწვია.

„უკრაინის ომმა შეცვალა წარმოების ტემპები, მეთოდები და შესყიდვის საშუალებები. თუმცა, საქართველო ყოველთვის არის პრიორიტეტული თითქმის ყველა მსოფლიო მსხვილმწარმოებელთან. ჩვენ მივაღწიეთ აქაც შედეგს და უახლოეს მომავალში დეტალებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. პროცესი, რომელიც ავიაციის განახლების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის კომენტარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.