ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენ ვაგრძელებთ პრემიერ-მინისტრის მიერ დაწყებულ განახლების პოლიტიკას
ჩვენ ვაგრძელებთ პრემიერ-მინისტრის მიერ დაწყებულ განახლების პოლიტიკას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit – 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, განახლების პოლიტიკის გაგრძელება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თავდაცვის სამინისტრო სტუმრებს მასპინძლობს უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ განახლებულ ბაზებზე, განახლებული ინფრასტრუქტურით, ღირსეული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით.
„ვაგრძელებთ ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ დაწყებულ განახლების პოლიტიკას და ჩვენს სტუმრებს ვმასპინძლობთ უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ განახლებულ ბაზებზე, განახლებული ინფრასტრუქტურით და ღირსეული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ვენ აუცილებლად ჩვეული ძალისხმევით გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობას, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.