ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ვაზიანში აეროპორტის აშენება სამხედრო ბაზის მუშაობას ხელს არ შეუშლის
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ვაზიანში აეროპორტის აშენება სამხედრო ბაზის მუშაობას ხელს არ შეუშლის.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას არ შეექმნება.
„ჩვენ უარს არ ვამბობთ სამხედრო ბაზაზე. უქმდება კი არა, არანაირი რისკი არ წარმოიშობა არც სწავლებებისთვის, არც ბაზისთვის. ეს ბაზა იფუნქციონირებს და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ბურჭულაძემ.