ჯოზეფ დაული - მოლდოვის წინა მთავრობა ახალი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ცდილობს
ჯოზეფ დაული - მოლდოვის წინა მთავრობა ახალი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ცდილობს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე ჯოზეფ დაული, მოლდოვის „დემოკრატიულ პარტიას“ მოუწოდა მშვიდობიანი გზით დათმონ ხელისუფლება. მისი თქმით, „მოლდოვას წინა მთავრობა უკანონო გზებით ცდილობს ახალი ხელისუფლების დამხობას“. ეს განცხადება ჯოზეფ დაულიმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

დაულიმ ასევე მიესალმა მოლდოვის ახალი მთავრობის მიერ პარლამენტში მიღებულ დეკლარაციას, „რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების მიტაცებას“ ადასტურებს. მან ასევე მკაცრად გააკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ახალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურად ცნო.

„ოლიგარქების ბრძანებების, ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება ამაზრზენია. მოვუწოდებ დემოკრატიულ პარტიას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, რაც სიტუაციის საგრძნობლად გაურესებას გამოიწვევს და სერიოზულ შედეგებს მოუტანს მოლდოვას“, – აცხადებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელი.