ჟოზეფ ბორელის შეფასებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმური არ არის
ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია და ახალი მანდატი ლეგიტიმური არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.
„23 სექტემებრს გამართული ე.წ. ინაუგურაცია და ახალი მანდატი, რომელზეც ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, არ არის ლეგიტიმური“, – განაცხადა ბორელმა.
ასევე, როგორც ჟოზეფ ბორელი აცხადებს, ლუკაშენკოს ინაუგურაცია ეწინააღმდეგება ბელარუსი ხალხის ნებას, რომელსაც ისინი საპროტესტო აქციებზე გამოთქვამენ. ბორელის თქმით, ლუკაშნეკოს ინაუგურაციამ შესაძლოა, დაამძიმოს პოლიტიკური კრიზისი ბელარუსში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, დაიყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები, გაათავისუფლოს დაკავებული აქტივისტები და პოლიტპატიმრები. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ბელარუსში შექმნილი მდგომაორებიდან ერთადერთი გამოსავალი ეროვნული დიალოგი და დემოკრატიული არჩევნების გამართვაა.
ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არსებული მდგომაროების გათვალისწინებით, ბელარუსთან ურთიერთობებს გადახედავს.
შეგახსენებთ, ბელარუსის დედაქალაქში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია 23 სექტემბერს გაიმართა.