ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის მუდმივი მისიის 19 წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა 
ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის მუდმივი მისიის 19 წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა 

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის მუდმივი მისიის 19 წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ რუსეთის მისიის წევრების უკანონო და დამანგრეველი ქმედებების საპასუხოდ მოქმედებს. ეს ქმედებები არღვევს 1961 წლის ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელშეკრულების მე-16 მუხლის მეშვიდე პროტოკილის მიხედვით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ პირებს გაუუქმდებათ პრივილეგიები და მათ ბელგიის ტერიტორიას დატოვებას მოსთხოვენ.