ჯოზეფ ბორელი - ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკეა, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვისადმი გრძელდება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმას გმობს.
როგორც ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვისადმი უცვლელად გრძელდება.
„მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განახლებულ კრიმინალურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ასევე მასიურ ჩაბნელებას მოლდოვაში. ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკე და არაადამიანურია. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვისადმი უცვლელად გრძელდება“, – წერს ბორელი.