ჯოზეფ ბორელი - ყველას სურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, თუმცა მთავარი კითხვაა, როგორ
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ყველას სურს, უკრაინაში ომი დასრულდეს, თუმცა მთავარი კითხვაა, როგორ, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
ბორელის თქმით, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა დიდხანს ვერ გაუძლებს რუსეთთან დაპირისპირებას და პუტინი მიზნებს მიაღწევს.
„ბევრს სურს, რომ ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. უპირველეს ყოვლისა ეს უკრაინელებს სურთ, მაგრამ მთავარი კითხვაა, როგორ მოხდება ეს. თუ ჩვენ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ომის ორ კვირაში დასრულდება და პუტინი მიაღწევს დასახულ მიზნებს, მაგრამ გვსურს კი ეს უკრაინელებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის?“, – განაცხადა ბორელმა.
მისივე განცხადებით, აუცილებელია ყველაფრის გაკეთება რაც საჭიროა, რომ მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებები, როდესაც ამის დრო დადგება, ჩატარდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ხელსაყრელი პირობებით.