ჯოზეფ ბორელი - ვიქტორ ორბანი, რომელიც დღეს საქართველოში მიემგზავრება, ევროკავშირს არ წარმოადგენს
ჯოზეფ ბორელი - ვიქტორ ორბანი, რომელიც დღეს საქართველოში მიემგზავრება, ევროკავშირს არ წარმოადგენს

ვიქტორ ორბანი, რომელიც დღეს საქართველოში მიემგზავრება, ევროკავშირს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიდის საქართველოში, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას, რომელთანაც ძალიან ახლოსაა. რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.