ჯოზეფ ბორელი - უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის ნარატივისთვის
უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნარატივისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსი სამხედროების წინააღმდეგ შესაძლებლობების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება: მათ შორის გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, გადაარჩენს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს, შეამცირებს ნგრევას უკრაინაში და ხელს შეუწყობს მშვიდობის მცდელობებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას განვუცხადე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას ბრიუსელში და მსჯელობას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან მომავალ კვირას, რათა წინ წავწიოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხი“, – წერს ბორელი.