ჯოზეფ ბორელი - ტყის ხანძრები მძვინვარებს, სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით, კლიმატის ცვლილებები არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია
სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით. კლიმატის ცვლილებები არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
ბორელის თქმით, ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მათ, ვინც დაზარალდა.
„ამ ზაფხულში ბუნებრივი უბედურებები დამანგრეველ შედეგს იწვევს მთელ მსოფლიოში, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და სპობს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტყის ხანძრები მძვინვარებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალიდიდობითა და მეწყერით. კლიმატის ცვლილებები არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია და ეს ქმნის საფრთხეს გლობალურად. ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მათ, ვინც დაზარალდა. იქნებიან ისინი ხანძრებით დაზარალებულები საბერძნეთში თუ ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლი“, – წერს ბორელი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.