ჯოზეფ ბორელი - ტრამპის არჩევამ ნათლად უნდა გვაჩვენოს ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა, რომ ჩვენი ბედი საკუთარ ხელში ავიღოთ
ჯოზეფ ბორელი - ტრამპის არჩევამ ნათლად უნდა გვაჩვენოს ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა, რომ ჩვენი ბედი საკუთარ ხელში ავიღოთ

ტრამპის არჩევამ ნათლად უნდა გვაჩვენოს ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა, რომ ჩვენი ბედი საკუთარ ხელში ავიღოთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ამასთან, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯოზეფ ბორელმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთის ყოფილ ლიდერს, ფრანცისკო ფრანკოს შეადარა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ტრამპის დროს არ არის იგივე შეერთებული შტატები, როგორც ბარაკ ობამას დროს, ისევე როგორც ფრანკოს დროს არ იყო იგივე ესპანეთი, როგორც ფილიპე გონსალესის დროს. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ტრამპს და ფრანკოს შორის სხვაობაა ისაა, რომ ტრამპის შემთხვევაში შედეგები ასახავს ამომრჩევლების ნებას.

ბორელის განცხადებით, აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება არ არის მსოფლიოს დასასრული, მაგრამ ეს არის სხვა მსოფლიოს დასაწყისი, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ამერიკელები სხვა არჩევანს გააკეთებდნენ.

„ტრამპის არჩევამ ნათლად უნდა გვაჩვენოს ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა, ჩვენი ბედი საკუთარ ხელში ავიღოთ. ევროკავშირი არ არის ეკონომიკური გაერთიანება, ან არ არის მხოლოდ ეკონომიკური კავშირი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთ მხარეს არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო მეორე მხარეს არის ევროკავშირი, რომელიც აგვარებს ეკონომიკურ საკითხებს, არა. მაასტრიხტის ხელშეკრულების შემდეგ ევროკავშირს ჰქონდა ნება და ამბიცია, შეემუშავებინა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკა. კავშირს აქვს სამხედრო პასუხისმგებლობა, რომელიც არ მთავრდება ნატო-ს არმიებისთვის იარაღის წარმოებით.

ეს იქნება აშკარა უკანდახევა იმისგან, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტრატეგიული კომპასის საშუალებით და ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რათა ევროკავშირმა ასევე ითამაშოს სამხედრო როლი. არა შეუთავსებლობა ნატო-სთან; არა ალტერნატიულობა, არამედ შევსება. მაგრამ შემავსებელი არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ ნატო არ არის ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტია და ეს გასათვალისწინებელია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ მუშაობას სამხედრო შესაძლებლობების ასამაღლებლად, რადგან ევროპა არ არის მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება, ეს არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის დაცვაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.