ჯოზეფ ბორელი - ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ნებისმიერი ესკალაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს
ჯოზეფ ბორელი - ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ნებისმიერი ესკალაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს

ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ნებისმიერი ესკალაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელი კიდევ უფრო სახიფათო ვითარების თავიდან ასარიდებლად ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„ტაივანის სრუტეში რაც ხდება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზია ყველა ჩვენგანისთვის. მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, ყველას მოვუწოდებთ, თავიდან აირიდონ ვითარების ესკალაცია, რათა თავიდან იქნას არიდებული შემთხვევა, რომელსაც შეუძლია, უფრო სახიფათო სიტუაციის პროვოცირება“, – აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტაივანში სტატუს-კვო არ შეიცვალოს.