ჯოზეფ ბორელი - საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკაში
რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ჩვენი ინვესტიციები საქართველოში აძლიერებს მედეგობას. ჩვენ ასევე გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რთულ დროს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტის დაწყებისას ისაუბრა საქართველოს წვლილზე ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში.
„მინდა, ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკაში, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების ჩვენს ძალისხმევას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, რომელიც გამოყოფს დაახლოებით 60 მილიონ ევროს თქვენი არმიის მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. როგორც ხედავთ, ეს იქნება საკმაოდ დატვირთული ვიზიტი, მოუთმენლად ველოდები ძალიან საინტერესო მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან“, – განაცხადა ბორელმა.