ჯოზეფ ბორელი - რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე და საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს
ჯოზეფ ბორელი - რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე და საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმა დაგმო, რის შედეგადაც მარცვლეულის საწყობი გადანდგურდა. ამის შესახებ ის „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველდღიური მიზანმიმართული თავდასხმებით ანადგურებს უკრაინულ მარცვლეულს და პორტის ინფრასტრუქტურას.

„რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტა გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე და საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს“, – წერს ბორელი.