ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ ოდესის ისტორიულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ ოდესის ისტორიულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს.
ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„უწყვეტი სარაკეტო ტერორი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის წინააღმდეგ წარმოადგენს კრემლის მორიგ სამხედრო დანაშაულს, რომლის შედეგადაც ასევე დაინგრა ქალაქის მთავარი მართლმადიდებელი ტაძარი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. უკრაინის განადგურების მცდელობისას რუსეთმა უკვე დააზიანა ასობით კულტურული ძეგლი“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
შეგახსენებთ, ღამით რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ცენტრზე. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დანგრეულია ექვსი საცხოვრებელი სახლი. ასევე, ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.