ჯოზეფ ბორელი - რუსეთი აქტიურად ბომბავს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რათა მოსახლეობა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელი პროგნოზით, უკრაინაში ენერგოსისტემის მხრივ სიტუაცია შესაძლოა კრტიკული გახდეს. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი თავის ბლოგში წერს.
ჯოფებ ბორელის თქმით, რამდენიმე კვირაში უკრაინაში შესაძლოა, საკმაოდ რთული სიტუაცია იყოს, რადგან რუსეთი აქტიურად ბომბავს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რათა მოსახლეობა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ქვეყნის მოსახლეობას უკვე ემუქრება ელექტროენერგიის შეწყვეტა 8-12 საათის განმავლობაში, ხოლო ეს ციფრები შესაძლოა 20 საათამდე გაიზარდოს.
„რამდენიმე კვირის შემდეგ უკრაინაში შესაძლოა შეიქმნას საგანგებო სიტუაცია, რაც უკრაინელების მხრიდან საკუთარი ქვეყნისა და სახლის დატოვების იძულებას გამოიწვევს“, – ნათქვამია ბორელის ბლოგში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ უკრაინელი კოლეგების აზრით, თუ რუსეთი გააგრძელებს ენერგოსისტემებზე თავდასხმებს, მაშინ მოხდება მოქმედი ატომური ელექტროსადგურების გათიშვა და ამან შეიძლება, გამოიწვიოს ბირთვული კატასტროფა. სწორედ ამიტომ, ბორელმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა დააჩქარონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
„საჰაერო თავდაცვა არის მნიშვნელოვანი – ჩვენ ვაშენებთ, ისინი ანადგურებენ სცენარის თავიდან ასარიდებლად“, – წერს ბორელი.