ჯოზეფ ბორელი - პუტინს სჯეროდა, რომ დაიპყრობდა უკრაინას, მან ეს ვერ შეძლო, ეგონა, რომ ტრანსატლანტიკურ კავშირს შეასუსტებდა, ვერ შეძლო, ახლა ეს ომი უნდა შეაჩეროს
ჯოზეფ ბორელი - პუტინს სჯეროდა, რომ დაიპყრობდა უკრაინას, მან ეს ვერ შეძლო, ეგონა, რომ ტრანსატლანტიკურ კავშირს შეასუსტებდა, ვერ შეძლო, ახლა ეს ომი უნდა შეაჩეროს

რუსეთი აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ეს უმიზეზოდ ხდება, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ვერსალში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე გააკეთა.

„ყველას შეუძლია, ნახოს, რა ხდება უკრაინაში, თუ ტელევიზორს ჩართავს. რუსეთი ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. ასობით დაღუპულია. მათ შორის მოქალაქეები. ორი მილიონი ლტოლვილია. რუსეთი აწარმოებს ისეთივე ომს, როგორც სირიასა და ჩეჩნეთში. უბრალოდ ბომბავს და ანადგურებს ქვეყანას. დღეს ლიდერებმა უნდა ვიმუშაოთ ორი მიმართულებით – პირველი ეს არის ზეწოლის გაზრდა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ეს შეშლილი ომი და შეაჩეროს მოქალაქეთა მკვლელობა. ეს უნდა მოხდეს დიპლომატიური გზით და სანქციების გამოყენებით. მეორე მხრივ კი ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ევროკავშირის მედეგობა. ენერგოდამოუკიდებლობა და სამხედრო შესაძლებლობა და უფრო ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები, რათა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელსაც დღეს რუსეთი წარმოადგენს.

ჩვენ დღეს იმაზე ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ და ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ. პუტინს სჯეროდა, რომ ის დაიპყრობდა უკრაინას – მან ეს ვერ შეძლო, პუტინს სჯეროდა, რომ ჩვენი დაყოფა შეეძლო – მან ესეც ვერ შეძლო, ეგონა, რომ ტრანსატლანტიკურ კავშირს შეასუსტებდა – მან ეს ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეაჩეროს ეს ომი“,- განაცხადა ბორელმა.