ჯოზეფ ბორელი - მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს სავარაუდო თავდასხმის ფაქტი ომის ესკალაციის გაგრძელების საბაბად, ეს შესაძლოა, გამოიყენონ უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს რუსეთს, არ მოახდინოს უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაცია კრემლის ტერიტორიაზე ინციდენტის შემდეგ.
ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმის ფაქტი ომის ესკალაციის გაგრძელების საბაბად. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაღელვებს. რაც გვადარდებს, არის ის, რომ ეს შესაძლოა, გამოიყენონ მეტი ხალხის, მეტი სამხედროს გაწვევის, უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო გზით, პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ომიდან ერთადერთი გამოსავალი იქნება, თუ რუსეთი შეაჩერებს თავდასხმას და გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 3 მაისს განაცხადეს, რომ კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმა სცადა.